Foto

ჯონ კირბი - კონგრესის მიერ უკრაინის დახმარების პაკეტის დამტკიცებას იანვარში ველოდებით

თეთრი სახლი კონგრესის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის დამტკიცებას 2024 წლის იანვრის დასაწყისში ელოდება. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კირბიმ ბრიფინგზე აღნიშნა, "უკრაინა დაფინანსებას რაც შეიძლება მალე მიიღებს".

"ეს მოხდება, დიდი ალბათობით, იანვრის დასაწყისში - რაც უფრო ადრე, მით უკეთესი",- თქვა კირბიმ.

ცნობისთვის, მანამდე თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს დეკემბერში უკრაინის დასაფინანსებლად თანხა ამოეწურება, თუ კონგრესი არ მიიღებს გადაწყვეტილებას პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაუდებელი დამატებითი ხარჯების მოთხოვნაზე, რომელიც კვირების განმავლობაში შეჩერებულია.