სააკაშვილის ციხეში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი უწყება მიიღებს, რადგან რეალურად შესანიშნავ ფორმაშია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.
კალაძის თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი „სპეკულაციების ნაწილი იყო და მას პრობლემები არ ჰქონია".
„სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს თუ არა კლინიკიდან ციხეში, ამასთან დაკავშირებით, შესაბამისი უწყება მიიღებს გადაწყვეტილებას. ცხადია, სააკაშვილს არასდროს პრობლემა არ ჰქონია. ეს იყო ჩვეულებრივი სპეკულაციები. ის კამპანიას აწარმოებდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რომ თითქოს, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მისი მხარდამჭერები და ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ თუკი, რამე დაავადება არსებობს, ყველა დაავადება ჰქონდა. რეალობაში ეს ადამიანი იყო დიეტაზე, შესანიშნავ ფორმაშია და კარგად გამოიყურება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, პარტია „საქართველოსთვის" მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანოს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press