ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ჩრდილოეთი ღაზა საწვავის, პერსონალისა და მარაგის ნაკლებობის გამო ფუნქციური საავადმყოფოს გარეშე დარჩა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა აღნიშნა, რომ ღაზას ჩრდილოეთით მხოლოდ ოთხი საავადმყოფო დარჩა, რომლებიც "ძალიან შეზღუდულ ზრუნვას უზრუნველყოფენ".
მანამდე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს გუნდებმა ალ-აჰლიში ვიზიტის შემდეგ განაცხადეს, რომ საავადმყოფო გადატვირთული იყო იმ ადამიანებით, რომლებსაც სასწრაფო დახმარება ესაჭიროებოდათ და გარდაცვლილთა სხეულები ეზოში იყო.
”არსებითად არ არის დარჩენილი ფუნქციური საავადმყოფოები ჩრდილოეთში”, - განაცხადა რიჩარდ პეპერკორნმა, ჯანმოს წარმომადგენელმა ღაზაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press