პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებლებთან დაკავშირებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
როგორც პოლონეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, ახალი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის მთვარობამ კონსტიტუცია დაარღვია, რადგან "მოულოდნელი ქმედებებით საპარლამენტო პროცედურები გამოტოვეს".
„ეს უკანონოა, ანარქიაა“, - განაცხადა ანჯეი დუდამ.
ცნობისთვის, პოლონეთის კულტურის სამინისტრომ პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის, რადიოს და საინფორმაციო სააგენტოს PAP-ის ხელმძღვანელობის დათხოვნის შესახებ განაცხადა.
ამასთან, გაითიშა 24-საათიანი საინფორმაციო არხი TVP INFO, რომელსაც პოლონეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, დონალ ტუსკის პარტია „სამოქალაქო პლატფორმა“ ყოფილი მმართველი პარტიის მხარდამჭერ პროპაგანდაში ადანაშაულებდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press