უკრაინელი სამხედროები ბელარუსის საზღვარზე სიმაგრეებს აშენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.
როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების მეთაური გენერალ-ლეიტენანტი სერხიი ნაევი აცხადებს, ჩრდილოეთ საზღვარი მაქსიმალურად უნდა გაძლიერდეს, ახლა კი ამ მხარეში ვითარება სტაბილურია, რაც საშუალებას ილევა, რომ უკრაინის ძალებმა დამატებითი საფორტიფიკაციო ზომები მიიღოს.
"ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი ჩრდილოეთ საზღვარი მაქსიმალურად უნდა გაძლიერდეს. ახლა ამ მხარეში ვითარება სტაბილურია და კონტროლის ქვეშაა. ეს გვაძლევს დროს და შესაძლებლობას მივიღოთ დამატებითი საფორტიფიკაციო ზომები", - განაცხადა სერხიი ნაევიმ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press