Foto

დანილოვი - სავარაუდოდ უკრაინას მალე დასჭირდება ქვეყნის დასაცავად მოქალაქეთა გარკვეული რაოდენობის მობილიზება

სავარაუდოდ უკრაინას მალე დასჭირდება ქვეყნის დასაცავად მოქალაქეთა გარკვეული რაოდენობის მობილიზება, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

როგორც დანილოვი აღნიშნავს, მობილიზაციის საკითხების ყოველ შეხვედრაზე პრეზიდენტი ზელენსკი ხაზს უსვამდა სამართლიანობის აუცილებლობას.

„ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი საუბრობს სამართლიანობაზე, რათა ჩვენ არ გვქონდეს ისეთი მოვლენები, როდესაც ერთნი იცავენ ქვეყანას, ხოლო სხვები პლანეტის სხვა წერტილებში იმყოფებიან, ისვენებენ კურორტებზე, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლები. მოცემულ შემთხვევაში პრეზიდენტი 100 პროცენტით ითხოვს სამართლიანობას“, - განაცხადა დანილოვმა.

ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ უკრაინა საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების ჯარში გაწვევას გეგმავს.