ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი პრაღის უნივერსიტეტში სროლის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი აღნიშნავს, ის შოკირებულია იმით, რაც პრაღის დედაქალაქში მოხდა.
„შოკირებული ვარ იმით, რასაც დღეს პრაღაში რამდენიმე სიცოცხლე შეეწირა. ღრმა სამძიმარს ვუცხადებ მსხვერპლთა ოჯახებს და მთელ ჩეხ ხალხს. ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ და თქვენთან ერთად ვგლოვობთ“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ცნობისთვის, პრაღის უნივერსიტეტში სროლის შედეგად დაიღუპა ათი და დაშავდა 25 ადამიანი - თავდამსხმელი განეიტრალებულია.
ამასთან ერთად, განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საგანგებოდ, 24-საათიან რეჟიმში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი : +420 777 222 053 ამოქმედდა
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press