პრაღის ცენტრში ტრაგიკული მასობრივი სროლის შესახებ ინფორმაციის გაგებამ გული გამიტეხა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს.
სალომე ზურაბიშვილმა პრაღაში, უნივერსიტეტში სროლის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა.
"პრაღის ცენტრში ტრაგიკული მასობრივი სროლის შესახებ ინფორმაციის გაგებამ გული გამიტეხა. ჩემი გულითადი ფიქრები მსხვერპლებსა და მათ ოჯახებთანაა", - წერს ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, პრაღის უნივერსიტეტში სროლის შედეგად დაიღუპა ათი და დაშავდა 25 ადამიანი - თავდამსხმელი განეიტრალებულია.
ამასთან ერთად, განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საგანგებოდ, 24-საათიან რეჟიმში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი : +420 777 222 053 ამოქმედდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პრაღაში სროლის შედეგად დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press