შოკისმომგვრელი ცნობები პრაღაში ტრაგიკული მოვლენების შესახებ. დაიღუპნენ და დაშავდნენ უდანაშაულო ადამიანები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს.
ზელენსკიმ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა.
"შოკისმომგვრელი ცნობები პრაღაში ტრაგიკული მოვლენების შესახებ. დაიღუპნენ და დაშავდნენ უდანაშაულო ადამიანები. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - წერს ზელენსკი.
ცნობისთვის, პრაღის უნივერსიტეტში სროლის შედეგად დაიღუპა ათი და დაშავდა 25 ადამიანი - თავდამსხმელი განეიტრალებულია.
ამასთან ერთად, განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საგანგებოდ, 24-საათიან რეჟიმში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი : +420 777 222 053 ამოქმედდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პრაღაში სროლის შედეგად დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press