ჩეხეთში 23 დეკემბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ მთავრობის რიგგარეშე სხდომის შემდეგ განაცხადა.
პრემიერის თქმით, გლოვის დღეს სახელმწიფო შენობებზე ჩეხეთის დროშა დაეშვება.
"მოვუწოდებთ ჩეხეთის რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს, ეროვნული გლოვის დღეს, 12:00 საათზე, წუთიერი დუმილით პატივი მიაგონ დაღუპულთა ხსოვნას",- განაცხადა ფიალამ.
მთავრობის რიგგარეშე სხდომას, მინისტრების გარდა, ესწრებოდა ქვეყნის პრეზიდენტი პეტრ პაველი, რომელმაც მომხდარის გამო, საფრანგეთში ვიზიტი შეწყვიტა და ჩეხეთში დაბრუნდა.
პაველმა პრესკონფერენციაზე მოუწოდა მოქალაქეებს, რომ მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა პოლიტიკური მიზეზებისთვის ბოროტად არ გამოიყენონ და დეზინფორმაცია არ გაავრცელონ.
"ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, გვჭირდება ღვთისმოსაობა, თავშეკავება და თანმიმდევრულობა. ეს თავშეკავება შესაძლებელს გახდის ყველაფრის დეტალურად გამოკვლევას. ამავდროულად, ჩვენ უნდა ვიპოვოთ გონივრული გამოსავალი ამ სიტუაციაში, როგორ ავიცილოთ თავიდან მსგავსი სიტუაციები მომავალში, თუ ეს შესაძლებელი იქნება",- თქვა ჩეხეთის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, გუშინ, 21 დეკემბერს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია 25 პირი, მათ შორის 10-ის მდგომარეობა მძიმეა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press