პრაღაში მომხდარმა სროლამ ღრმად შეგვძრა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს.
პაპუაშვილი სამძიმარს უცხადებს ჩეხეთის მოსახლეობას და დაღუპულთა ოჯახებს.
„პრაღაში მომხდარმა სროლამ ღრმად შეგვძრა. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მარკეტა პეკაროვა-ადამოვას, მილოშ ვისტრჩილს, ჩეხეთის რესპუბლიკის მოსახლეობას და ოჯახებს. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ამ რთულ პერიოდში ჩვენ ვდგავართ ჩეხეთის გვერდით”, - წერს პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, გუშინ, 21 დეკემბერს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია 25 პირი, მათ შორის 10-ის მდგომარეობა მძიმეა.
23 დეკემბერი ჩეხეთში ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press