არჩევნებსაც და ქუჩასაც სჭირდება ერთი და იგივე რესურსი - ეს არის ხალხის მხარდაჭერა. როცა ხალხი მხარს არ გიჭერს, ვერც არჩევნებს მოიგებ და ვერც რევოლუციას მოაწყობ,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა, ოპოზიციის ყველა მცდელობა ფიასკოისთვისაა განწირული.
"დღეს ყველა ხვდება, რომ რადიკალური ოპოზიცია მძიმედ წააგებს არჩევნებს. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ ისინი კიდევ ერთხელ ეცდებიან იგივე სცენარის განვითარებას, რაც განავითარეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, არის აბსოლუტურად ლოგიკური. მათ სხვა გზა და არჩევანი არ აქვთ, მაგრამ სინამდვილეში, ესეც არ არის მათი არჩევანი. არავითარი რესურსი არ აქვთ მათ, რომ ან არჩევნებით დაიბრუნონ ძალაუფლება, ან ქუჩით დაიბრუნონ ძალაუფლება. საბოლოო ჯამში, არჩევნებსაც და ქუჩასაც სჭირდება ერთი და იგივე რესურსი - ეს არის ხალხის მხარდაჭერა. როცა ხალხი მხარს არ გიჭერს, ვერც არჩევნებს მოიგებ და ვერც რევოლუციას მოაწყობ. აქედან გამომდინარე, ეს მცდელობა იქნება, თუმცა არის განწირული ფიასკოსთვის",- განაცხადა კობახიძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press