ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში „ქართული ლიგის“ სასკოლო ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც 7 საჯარო სკოლის 7 გუნდი მონაწილეობდა.
გამარჯვებული ბორჯომის N1 საჯარო სკოლის გუნდი გახდა.
ბაზისბანკმა ფესტივალში საპრიზო ადგილზე გასული 3 გუნდი დააჯილდოვა.
ღონისძიებას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ფერაძე, საკრებულოს დეპუტატები, ბაზისბანკის წარმომადგენლები და ადგილობრივი მაცხოვრებლები დაესწრნენ.
„ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად არის ჩართული კულტურისა და განათლების ხელშემწყობ პროექტებში. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ახალგაზრდა თაობის აქტივობების მხარდაჭერას და ამ მიმართულებით სასარგებლო პროექტების განხორციელებას ქვეყნის მასშტაბით“, - აცხადებს ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი თამარ ხადური.
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, &...
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალო...
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქ...
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამა...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართვ...
Mana press