Foto

WSJ - ევგენი პრიგოჟინის მკვლელობა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის მიერ იყო ორგანიზებული

"ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის მკვლელობა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის, მიერ იყო ორგანიზებული, - ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal დასავლურ სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლებზე და კრემლის ყოფილ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, რუსეთის დაზვერვის ყოფილმა ოფიცერმა მათ განუცხადა, რომ აგვისტოს დასაწყისში, როდესაც მოსკოვის მაღალაჩინოსნების ნაწილი შვებულებაში იმყოფებოდა, პატრუშევმა თავის თანაშემწეს უბრძანა დაეწყო პრიგოჟინის ლიკვიდაციის ოპერაციის მომზადება, რომელიც ორი თვის განმავლობაში მზადდებოდა.

"დასავლეთის დაზვერვის ოფიცრებისა და რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის თქმით, მეთაურის მკვლელობა ორი თვის განმავლობაში მზადდებოდა და დაამტკიცა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უძველესმა მოკავშირემ და რწმუნებულმა, ყოფილმა ჯაშუშმა ნიკოლაი პატრუშევმა. პატრუშევის როლი პრიგოჟინის მოკვლის გეგმის განხორციელებაში აქამდე არ იყო ცნობილი", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, კერძო თვითმფრინავი Embraer, რომელზეც ვაგნერის დამფუძნებელი იმყოფებოდა და მოსკოვიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა, 23 აგვისტოს ჩამოვარდა. 

ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა 10 ადამიანი, მათ შორის ევგენი პრიგოჟინი.