რუსეთს უკრაინისთვის ომი არ გამოუცხადებია, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ორბანმა აღნიშნა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები არის სამხედრო ოპერაცია და "ომი იქნება მაშინ, როდესაც ამას რუსეთი გამოაცხადეს".
"ეს არის სამხედრო ოპერაცია. ორ ქვეყანას შორის ომი არ გამოცხადებულა. როცა რუსეთი გამოაცხადებს ომს, მაშინ იქნება ომი. უნდა გვიხაროდეს, რომ ომი არ გამოცხადებულა, რადგან მაშინ რუსეთში საერთო მობილიზაცია გამოცხადდებოდა. ამას არავის ვუსურვებ", - განაცხადა ორბანმა.
ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი არის ერთადერთი ლიდერი ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოს ლიდერებიდან, რომელმაც გასულ კვირას ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის განკუთვნილი 50 მილიარდი ოდენობის დახმარების პაკეტი დაბლოკა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press