„ჰამასის“ წევრები აცხადებენ, რომ ომის დასრულებამდე მძევლების გათავისუფლება აღარ მოხდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალება წერს, ამ ეტაპზე უცნობია, უერთდებიან თუ არა ამ განცხადებას ღაზას სექტორში მოქმედი სხვა დაჯგუფებები, რომლებსაც ასევე ჰყავთ მძევლები.
„არსებობს პალესტინური ეროვნული გადაწყვეტილება, რომ მძევლებსა და მათ გაცვლაზე შეთანხმების შესახებ საუბარი არ უნდა გაიმართოს, ვიდრე აგრესია სრულად არ შეწყდება“, - ნათქვამია „ჰამასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 4-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 24 ნოემბერს ამოქმედდა. მანამდე, 21 ნოემბერს, ორ მხარეს შორის გაიმართა მოლაპარაკება, რომლის მიხედვითაც, 4 დღის განმავლობაში, 50 მძევალი 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ უნდა გათავისუფლებულიყო.
22 ნოემბერს, ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მუსა აბუ მარზუკმამ განაცხადა, რომ ისრაელ-„ჰამასს“ შორის დადებული ზავი ძალაში 23 ნოემბერს შევიდოდა, თუმცა, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ცაჰი ჰანეგბიმ თქვა, რომ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება 24 ნოემბრამდე არ ამოქმედდებოდა.
მას შემდეგ, რაც ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა, ტერორისტული დაჯგუფების მიერ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორში გატაცებული მძევლებისა და ისრაელის მიერ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების რამდენიმე რაუნდი შედგა.
30 ნოემბერს, კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ისრაელსა და "ჰამასს" შორის ჰუმანიტარული ზავი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდებოდა.
ამასთან, 1-ელ დეკემბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში საბრძოლო მოქმედებები განაახლეს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press