Foto

რუტე - ნიდერლანდები უკრაინას 18 ერთეულ F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს მიაწვდის

ნიდერლანდები უკრაინას 18 ერთეულ F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს მიაწვდის. ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე ავრცელებს.

როგორც რუტე აღნიშნავს, ამ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პირობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია. 

"დღეს პრეზიდენტ ზელენსკის შევატყობინე მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ, რომ მომზადდეს პირველ ეტაპზე 18 ერთეული F-16-ის ტიპის საბრძოლო ხომალდი უკრაინისთვის გადასაცემად", - წერს მარკ რუტე სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter-ზე).