ჩვენ გვჭირდება მეტი იარაღი, რადგან არავინ აპირებს დანებებას, უკრაინა გაიმარჯვებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ვისაც შეუძლია, რომ უკრაინას იარაღით, ჭურვებით და აღჭურვილობით საჰაერო თავდაცვის წარმოების გაზრდაში ან პარტნიორებთან შესაბამის თანამშრომლობაში დაეხმაროს, ეს უნდა უზრუნველყოს.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის პოზიცია ახლა წარმოდგენილი და გასაგები იყოს ყველაზე გავლენიან საერთაშორისო ორგანიზაციებში. რაც გვაქვს, ეს კარგი შედეგია, მაგრამ საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის.
თითოეულმა თქვენგანმა, ვისაც შეუძლია დაეხმაროს უკრაინას უკრაინაში იარაღის, ჭურვების, აღჭურვილობის, საჰაერო თავდაცვის წარმოების გაზრდაში ან პარტნიორებთან შესაბამის თანამშრომლობაში, უნდა უზრუნველყოს ეს. ჩვენ გვჭირდება მეტი იარაღი, რადგან არავინ აპირებს დანებებას. უკრაინა გაიმარჯვებს", - განაცხადა ზელენსკიმ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press