Foto

გალანტი - „ჰამასის“ ლიდერი მალე ჩვენი იარაღის ლულებს შეხვდება

ისრაელის თავდაცვის ძალები უფრო და უფრო ახლოს არიან "ჰამასის" განადგურებასთან, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა.

როგორც გალანტი აღნიშნავს, "ჰამასის" ლიდერს, იაჰია სინვარს "ახლა ტანკების, ავიაციისა და ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაციების ხმები ესმის. ის მალე ჩვენი იარაღის ლულებსაც შეხვდება".

"ისრაელის თავდაცვის ძალებისა და თავდაცვის დაწესებულების მოქმედებები გრძელდება. ღაზას სექტორის ჩრდილოეთით, დასახული მიზნების, "ჰამასის" ბატალიონების ლიკვიდირებისა და მისი მიწისქვეშა შესძლებლობების განეიტრალების ოპერაციები თანდათან სრულდება", - განაცხადა გალანტმა.