სირთულეები, რომლებსაც უკრაინა ფრონტზე აწყდება, დასავლეთის მხრიდან შეიარაღების მიწოდების დაბალი ტემპებითა და არასაკმარისი მოცულობით არის გამოწვეული, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
როგორც პოდოლიაკი აღნიშნავს, დასავლურმა ქვეყნებმა ჯერ კიდევ სრულად ვერ გაიაზრეს, თუ რა საფრთხეს უქმნის რუსეთი საერთაშორისო უსაფრთხოებას.
„როდესაც შენ ერთ თვეში გარკვეული რაოდენობის შეიარაღება უნდა მიიღო, ეს შეიარაღება კი 8 თვეში ჩამოდის, ფაქტობრივად, ამ 8 თვის განმავლობაში შენ ვერაფერს აკეთებ“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press