უკრაინაში აცხადებენ, რომ ბახმუტის მიმართულებით სამხედროების ნაკლებობა აქვთ და ეს საბრძოლო მასალის დეფიციტზე დიდი პრობლემაა. ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ეთერში მე-5 ცალკეული მოიერიშე ბრიგადის მეორე ბატალიონის მეთაურის მოადგილემ, ალექსეი ტარასენკომ განაცხადა.
როგორც ტარასენკო აღნიშნავს, ბახმუტის მიმართულებაზე ჯარისკაცების დანაკლისის შევსება სათანადოდ ვერ ხერხდება, რის გამოც მოსალოდნელია სამხედროების ახალი ტალღის მობილიზება.
„ეს არა მხოლოდ დანაკლისია, ეს კრიტიკული დანაკლისია. ადამიანების ნაკლებობა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის პრობლემას წარმოადგენს. უფრო დიდ პრობლემასაც კი, ვიდრე საბრძოლო მასალის დეფიციტი“, - განაცხადა ტარასენკომ.
ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ უკრაინა საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების ჯარში გაწვევას გეგმავს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press