საფრანგეთის ახლად დანიშნული ჯანდაცვის მინისტრის, აგნეს ფირმინ ლე ბოდოს წინააღმდეგ არადეკლარირებული ძვირად ღირებული საჩუქრების მიღებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აგნეს ფირმინ ლე ბოდო ეჭვმიტანილია 20 000 ევროზე მეტი ღირებულების არადეკლარირებული საჩუქრების მიღებაში 2015-დან 2020 წლამდე, როდესაც იგი ნორმანდიაში ფარმაცევტად მუშაობდა.
ამასთან ერთად, გამოცემა აღნიშნავს, რომ ლე დობომ მიიღო 21 ძვირად ღირებული პროდუქტი, მათ შორის საათები, შამპანურის ბოთლები, სმარტფონები და ტელევიზორი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press