ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.
თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენმა და ნეთანიაჰუმ საუბრისას ისრაელის სამხედრო ოპერაციების მიმდინარეობა განიხილეს და სამოქალაქო პირთა სიცოცხლის დაცვის საჭიროებასა და "ჰამასის" მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
როგორც Reuters-ი წერს, თავად აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას ისრაელის პრემიერ-მინისტრისთვის "ცეცხლის შეწყვეტა არ უთხოვია".
ბაიდენმა სატელეფონო საუბრის დეტალებზე დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა და თქვა, რომ ეს "პირადი საუბარი" იყო.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press