პრეზიდენტ ბაიდენს ვუთხარი, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ საბოლოო გამარჯვებამდე, რამდენი ხანიც საჭირო იქნება,- ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი სუვერენული ქვეყანაა, ომის გადაწყვეტილება კი დაფუძნებულია ოპერატიულ შეხედულებებზე".
"კიდევ ერთხელ ვესაუბრე პრეზიდენტ ბაიდენს. ვაფასებ ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ პოზიციას გაეროს უშიშროების საბჭოზე - პოზიციას, რომელიც მხარს უჭერს ჩვენს საომარ ძალისხმევას.
მე ვუთხარი პრეზიდენტ ბაიდენს, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ საბოლოო გამარჯვებამდე, რამდენი ხანიც საჭირო იქნება. ეს ესმის შეერთებულ შტატებს.
ვნახე მცდარი ინფორმაციები იმის შესახებ, რომ აშშ-მა ხელი შეგვიშალა და ახლაც გვიშლის ხელს რეგიონში ოპერაციების განხორციელებაში. ეს არ არის სიმართლე. ისრაელი არის სუვერენული ქვეყანა, ომის გადაწყვეტილება დაფუძნებულია ჩვენს ოპერატიულ შეხედულებებზე",- ამბობს ბენიამინ ნეთანიაჰუ.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press