Foto

არახამია - უკრაინის სამხედრო სარდლობა რადას 500 000 სამხედრო მოსამსახურის მობილიზების მოთხოვნით მიმართავს

უკრაინის სამხედრო სარდლობა რადას 500 000 სამხედრო მოსამსახურის მობილიზების მოთხოვნით მიმართავს, - ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა.

არახამიას თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გარკვევით და ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეიარაღებულ ძალებში სამსახურისთვის ყოვლისმომცველი მიდგომაა საჭირო.

"სამხედრო სარდლობამ 500 000 სამხედრო მოსამსახურის მობილიზების მოთხოვნა შეიტანა. მთავრობა წესების დადგენაზე მუშაობს. პრეზიდენტმა გარკვევით და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა ყოვლისმომცველი მიდგომა შეიარაღებულ ძალებში სამსახურისთვის. უბრალოდ ახალი ხალხის შეკრება და მათი პრობლემების გადაჭრა, ვინც ახლა მსახურობს, არ არის გამოსავალი. პარლამენტი ელოდება მზა დოკუმენტს, რომლის განხილვაც შესაძლებელია კომიტეტში", - განაცხდა არახამიამ.