Foto

პრესმდივანი - ალექსეი ნავალნი ციმბირში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იმყოფება

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი ციმბირის ჩრდილოეთ ნაწილში, იამალ-ნენთა ოლქში მდებარე მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იმყოფება, - ინფორმაციას ალექსეი ნავალნის მოკავშირები ავრცელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკოსის გუნდი ავრცელებს.

როგორც ნავალნის პრესმდივანი კირა იარმიში აცხადებს, ნავალნი დღეს მისმა ადვოკატმა ნახა და ის კარგად არის.

ნავალნის ადვოკატები აცხადებენ, რომ მადლობას უხდიან ყველას, ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ნავალნიზე ინფორმაციის არქონის გამო შეშფოთებას გამოთქვამდა.