Foto

უკრაინის შეიარაღებული ძალები - მარინკასთვის ბრძოლები გრძელდება - მის სრულად დაპყრობაზე საუბარი არაკორექტულია

დასახლებულ პუნქტ მარინკასთვის ბრძოლები გრძელდება და მის სრულად დაპყრობაზე საუბარი არაკორექტულია, - ამის შესახებ თავრიდის მიმართულებით თავდაცვის ძალების ერთობლივი პრესცენტრის სპიკერმა, ალექსანდრ შტუპუნმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინელი სამხედროები მარინკას ადმინისტრაციულ საზღვრებში არიან განლაგებულები, თუმცა ქალაქი მთლიანად განადგურებულია.

"მარინკასთვის ბრძოლები გრძელდება. ახლა ჩვენი სამხედროები მარინკას ადმინისტრაციულ საზღვრებში არიან განლაგებული. მაგრამ ქალაქი მთლიანად განადგურებულია. მარინკას სრულად დაპყრობაზე საუბარი არაკორექტულია", - განაცხადა ალექსანდრ შტუპუნმა.

ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ რუსულმა ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ქალაქ მარინკაზე სრული კონტროლი მოიპოვეს.