იმდენად უშინაარსო და არაფრისმომცემი დოკუმენტია, რომ ცალსახად აჩვენებს, „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ სამოქმედო გეგმას.
ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ხელისუფლების ცვლილება და სწრაფი რეფორმებია საჭირო, რომელსაც „გამარჯვების კოალიცია“ განახორციელებს.
„კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ამ დოკუმენტს მალავდა ერთი თვე ხელისუფლება, რა შეიძლება ვუწოდოთ ამას? „ქართული ოცნების“ პირდაპირი გზავნილია -„არ მინდა ევროკავშირი“. იმდენად უშინაარსო და არაფრისმომცემი დოკუმენტია, რომ ცალსახად აჩვენებს, „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა.
ამიტომ, უნდა გავიმარჯვოთ არჩევნები, გავატაროთ სწრაფი რეფორმები, რომლებიც დაჩქარებული წესით შეგვიყვანს ევროკავშირში. ჩვენი, „გამარჯვების კოალიციის“ ამოცანა სწორედ ეს არის. უბრალოდ მინდა ვთხოვო საზოგადოებას - წაიკითხეთ, რამდენად უშინაარსო და აბსურდული დოკუმენტი გამოაქვეყნეს",- აცხადებს ვაშაძე.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯების შესრულების სამოქმედო გეგმა გამოაქვეყნა.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press