Foto

IDF - ჰეზბოლამ ჩრდილოეთ ისრაელში ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია დაბომბა

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ჰეზბოლამ ჩრდილოეთ ისრაელისში, ანტისატანკო რაკეტა ისროლა, რის შედეგადაც ბერძნული ღვთისმშობლის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია დაინგრა. ამის შესახებ ინფორმაციას Times of Israel ავრცელებს.

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში აღნიშნავენ, თავდასხმის შედეგად ერთი სამოქალაქო პირი დაშავდა.

"თავდასხმა არა მხოლოდ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 1701-ე რეზოლუციის ცხადი დარღვევაა, არამედ ასევე არის აღმსარებლობის თავისუფლების დარღვევა" - წერს ისრაელის თავდაცვის ძალები X-ზე (ყოფილი Twitter-ზე).