უკრაინის ჯარები მარინკას ჩრდილოეთ ნაწილში იმყოფებიან, - ასე ეხმაურება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ვალერი ზალუჟნი, კრემლის მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, რუსებმა დონეცკის ოლქის ქალაქი მარინკა დაიკავეს.
როგორც ზალუჟნი აღნიშნავს, უკრაინის სამხედრო ძალებმა მარინკას დასახლების გარეთ თავდაცვითი ხაზი მოამზადეს.
"დღეის მდგომარეობით, ჩვენი ჯარები კვლავ მის ჩრდილოეთ ნაწილში არიან. ჩვენმა ჯარებმა მოამზადეს თავდაცვითი ხაზი ამ დასახლების გარეთ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს დასახლება აღარ არსებობს... ის, რომ ჩვენ ახლა დავიხიეთ მარინკას გარეუბანში ამაში არაფერია ისეთი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოების აჟიოტაჟი. ომი სამწუხაროდ ასეა“, - განაცხადა ზალუჟნიმ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press