Foto

აზერბაიჯანმა ორი ფრანგი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

აზერბაიჯანში ორი ფრანგი დიპლომატი პერსონა ნონ გრანტად გამოაცხადეს, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანში საფრანგეთის ელჩი ან ბუიონი სამინისტროში დაიბარეს, რათა გადაეცათ მისთვის, რომ საფრანგეთის საელჩოს ორი თანამშრომელი გაძევებულია ქვეყნიდან მათი დიპლომატიური სტატუსისთვის შეუთავსებელი მოქმედების გამო.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ფრანგ დიპლომატებს ქვეყნის დატოვებისთვის 48 საათი მისცა.