თუ "ქართული ოცნება" დარჩა ხელისუფლებაში, ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების ნულოვანი შანსი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო მან ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად ბევრი იბრძოლა.
"ხელისუფლების შეცვლის პირობებში, მე ვიძლევი გარანტიას, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი 4 წელიწადში.
თანაც ძალიან ბევრი ვიბრძოლე სტატუსისთვის, უამრავი სტატია გამოვაქვეყნე, მიუხედავად იმისა, რომ მიჭირდა წერა, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ევროპის წამყვან პრესაში, ასევე, წერილები მივწერე ბევრ გავლენიან ევროპელ პოლიტიკოსს", - განაცხადა სააკაშვილმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press