უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ზელენსკი Telegram-არხზე წერს.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, მან პატრიარქს უკრაინელი ხალხისადმი თბილი საშობაო მილოცვისთვის, უკრაინაში მშვიდობისთვის ლოცვისა და მშვიდობის ფორმულასთან დაკავშირებით მსოფლიო საპატრიარქოს მრჩეველთა შეხვედრებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
"საშობაო მილოცვისთვის სატელეფონო საუბარი მქონდა უწმიდეს მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსთან. წელს უკრაინაში შობა დედაეკლესიასთან ერთად აღნიშნეს. მადლობა გადავუხადე მის უწმინდესობას უკრაინელი ხალხისადმი თბილი საშობაო მილოცვისთვის, უკრაინაში მშვიდობისთვის ლოცვისა და მშვიდობის ფორმულასთან დაკავშირებით მსოფლიო საპატრიარქოს მრჩეველთა შეხვედრებში მონაწილეობისთვის", - წერს ზელენსკი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press