თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხს მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას AP news ავრცელებს.
როგორც მედია წერს, შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხს კომიტეტის შემდეგ თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეა განიხილავს. კენჭისყრის ჩატარების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ ოქმის რატიფიცირებისთვის ხმათა უმრავლესობაა საჭირო.
ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატოში შვედეთის გაწევრიანების შესახებ ოქმი რატიფიცირებისთვის პარლამენტს ოქტომბრის ბოლოს წარუდგინა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press