Foto

ფოტიგა - დონალდ ტუსკის მთავრობა არადემოკრატიულ მეთოდებს მიმართვას, რათა სრული ძალაუფლება მიიღოს

დონალდ ტუსკის მთავრობა არადემოკრატიულ მეთოდებს მიმართვას, რათა სრული ძალაუფლება მიიღოს, - ამის შესახებ პოლონელმა ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ განაცხადა.

როგორც ფოტიგა აღნიშნავს, პოლონეთის კონსტიტუცია ავალდებულებს მთავრობას, ითანამშრომლოს პრეზიდენტთან.

„მმართველი კოალიცია არადემოკრატიულ მეთოდებს იყენებს სრული ძალაუფლების მოსაპოვებლად. ეს არ წარმოადგენს სიურპრიზს, მიუხედავად იმისა, რომ პოლონელმა ერმა მათ არ გადასცა სრული ძალაუფლება, რადგანაც მათ არ აქვთ უმრავლესობა არც კონსტიტუციის შესაცვლელად და არც პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად“, - აღნიშნა ფოტიგამ.