Foto

ერდოღანმა ნეთანიაჰუ ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაში დაადანაშაულა და ჰიტლერს შეადარა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაში დაადანაშაულა და ჰიტლერს შეადარა.

როგორც ნეთანიაჰუ აღნიშნავს, ისრაელი აშშ-სგან იღებს მხარდაჭერას და ღაზაში მცხოვრებ უდანაშაუალო მოქალაქეებს კლავს.

„ისინი ჰიტლერს მოგვანატრებენ. ნუთუ, ნეთანიაჰუ ჰიტლერზე ნაკლებს აკეთებს? არა. ჰიტლერი ისეთი მდიდარი არ ყოფილა, როგორც ის. ეს უფრო მდიდარია, ვიდრე ჰიტლერი. ის მხარდაჭერას იღებს დასავლეთისგან. ყველა სახის მხარდაჭერა მოდის აშშ-სგან და ამ მხარდაჭერით რა გაუკეთეს 20 000-ზე მეტ ღაზელს? მათ ისინი მოკლეს“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.