ერდოღანი ქურთების გენოციდს ატარებს და რეკორდი აქვს დამყარებული ციხეში მყოფი, მისი მმართველობის მოწინააღმდეგე ჟურნალისტების რაოდენობით, ის უკანასკნელია, ვისაც შეუძლია, მორალი გვასწავლოს, - ასე უპასუხა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას, სადაც ერდღანმა ნეთანიაჰუ ჰიტლერს შეადარა.
როგორც ნეთანიაჰუ აღნიშნავს, ისრაელის თავდაცვის ძალები ყველაზე მორალური არმიაა მთელ მსოფლიოში, რომელიც იბრძვის და ანადგურებს ყველაზე ამაზრზენ და ძალადობრივ ტერორისტულ ორგანიზაციას მსოფლიოში.
„ისრაელის თავდაცვის ძალები ყველაზე მორალური არმიაა მთელ მსოფლიოში, რომელიც იბრძვის და ანადგურებს ყველაზე ამაზრზენ და ძალადობრივ ტერორისტულ ორგანიზაციას მსოფლიოში, ჰამას-დაეშს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და ერდოღანი მას აქებს და მასპინძლობს მათ ლიდერებს“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაში დაადანაშაულა და ჰიტლერს შეადარა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press