Foto

ზელენსკი - 2023 წელს უკრაინამ აღჭურვილობისა და იარაღის ეროვნული წარმოება წინა წელთან შედარებით გაასამმაგა

2023 წელს უკრაინამ აღჭურვილობისა და იარაღის ეროვნული წარმოება წინა წელთან შედარებით გაასამმაგა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, სისტემურ დონეზე, უკრაინა ავითარებს ისეთი უაღრესად საჭირო ნივთების წარმოებას, როგორიცაა საბრძოლო მასალა დრონებისთვის.

"ძალზე მნიშვნელოვანი ზრდაა საბრძოლო მასალის წარმოებაში, კერძოდ არტილერიისთვის. სისტემურ დონეზე, უკრაინა ავითარებს ისეთი უაღრესად საჭირო ნივთების წარმოებას, როგორიცაა საბრძოლო მასალა ჩვენი დრონებისთვის. ასევე მნიშვნელოვანი შედეგებია ჩვენი რაკეტების წარმოებაში. რაკეტებთან დაკავშირებით რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები უკვე უფრო ხელშესახებია", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.