უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ღმერთმა მომცა იმის შესაძლებლობა, ჩემს ქვეყანას და ხალხს ვემსახურო,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძემ გადაცემა „იმედი ლაივში“ 2023 წელს თბილისის მერიის მიერ განხორციელებულ პროექტები შეაჯამა და თქვა, რომ 2017 წლიდან დღემდე დედაქალაქში არაერთი ცვლილება განხორციელდა, რამაც თბილისელების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა.
"2017 წლიდან რამდენიმე პროგრამა წამოვიწყეთ, რის შედეგადაც, უამრავი ოჯახი გაბედნიერდა. არსებობდნენ სამშენებლო კომპანიებისგან, „სვეტი“ „ცენტრ პონტი“, „ოლიმპიური ვარკსვლავი“ და სხვ. დაზარალებულები, ისინი შეგუებულიები იყვნენ, რომ მათ გადახდილი თანხები დაკარგეს. 15 000-მდე ასეთი ოჯახი დაკმაყოფილდა. მეორე მნიშვნელოვანი თემა კოოპერატიული ბინამშენებლობით დაზარალებულებს ეხება, 2 400- მდე ასეთი ოჯახი არის დაკმაყოლებული. გამოვყოფ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამასაც, რომლის მიხედვით, ეტაპობრივად ნაცვლდება ავარიული შენობა-ნაგებობები. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ღმერთმა მომცა იმის შესაძლებლობა, ჩემს ქვეყანას და ხალხს ვემსახურო. ამაზე დიდი ბედნიერება არ ვიცი რა შეიძლება იყოს, როდესაც გაქვს შესაძლებლობა, შენი გადადმგული ნაბიჯებითა და განხორციელებული პროექტებით უამრავი ადამიანი გაახარო და გააბედნიერო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press