სააკაშვილს ომბუდსმენის მონახულება და კონსილიუმი კი არ სჭირდება, არამედ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებული,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
ბარამიძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოლიტპატიმარია.
"სააკაშვილის პატიმრობა არის სირცხვილი მთელი ქართული საზოგადოების, არის უკანონობა და ის არის პოლიტიკური პატიმარი, რომელიც იმისთვის იხდის სასჯელს, რომ თანამედროვე ქართული სახელმწიფო ააშენა და პუტინს დაუპირისპირდა, უნდა იყოს ძალიან მოკლე ვადაში გათავისუფლებული. ამის საშუალება აქვს ქალბატონ ზურაბიშვილის და თუ ჩვენ გვინდა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, საქართველოს არ უნდა ჰყავდეს პოლიტპატიმრები",- თქვა ბარამიძემ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press