ჩვენ მტკიცედ ვგმობთ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტის გადაწყვეტილებას, ბიჭვინთის/პიცუნდის რუსეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებით. ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და მოუწოდებს რუსეთს, რომ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.
"ჩვენ მტკიცედ ვგმობთ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტის გადაწყვეტილებას, ბიჭვინთის/პიცუნდის რუსეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებით.
ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და მოუწოდებს რუსეთს, რომ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და მისი განხორციელების მექანიზმები", - ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ, გუშინ 27 დეკემბერს დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის "შეთანხმება" დაამტკიცა, ხოლო ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ მას ხელი მოაწერა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press