ევროკავშირის გამოწვდილ ხელს მოჰყვა რუსეთის ეს ნაბიჯი - მოახლოვდა საქართველოს გაერთიანება და ცხადია წუხან მოსკოვში, ნერვიულობს პუტინი, რადგან ჩვენ აფხაზ ძმებს ურჩევნიათ საქართველოს მოქალაქეობა, ევროპის პასპორტი, მსოფლიოს მოქალაქეობა და არა ტერორისტი რუსეთი, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დროებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის, ალან გაგლოევის განცხადებაზე
ხაბეიშვილის თქმით, არავის არ უნდა რუსეთის მოქალაქეობა, რადგან რუსეთი ცივილიზებულ სამყაროს ფაქტობრივად მოწყდა.
“ევროკავშირი ნიშნავს უსაფრთხოებას, მშვიდობას და ტერიტორიულ მთლიანობას. დიახ, ევროკავშირის გამოწვდილ ხელს მოჰყვა რუსეთის ეს ნაბიჯი, რაც გულისხმობს იმას, რომ მოახლოვდა საქართველოს გაერთიანება და ცხადია წუხან მოსკოვში, ნერვიულობს პუტინი, რადგან ჩვენ აფხაზ ძმებს ურჩევნიათ საქართველოს მოქალაქეობა, ევროპის პასპორტი, მსოფლიოს მოქალაქეობა და არა ტერორისტი რუსეთი, სადაც ომი, უბედურება და მკვლელობაა. არავის არ უნდა დღეს რუსეთის მოქალაქეობა, ცივილიზებულ სამყაროს ფაქტობრივად მოწყდა და დარწმუნებული ვარ ათწლეულები ასე იქნება პუტინის პირობებში, სანამ ის არ დასრულდება და რომ დასრულდება შემდეგ კიდევ ათწლეულები დაჭირდება რუსეთს იმ რეპუტაციის აღსადგენად, რაც ჰქონდა თავის დროზე.
კარგად უნდა გვესმოდეს, რომ კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირის წევრობა უკვე შემდეგში და მთავარი პერსპექტივა ჩვენ ეს გვაქვს, ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, უამრავი ადამიანი ხვდება უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომ მათ ურჩევნიათ იყვნენ ევროპის ნაწილი და არა პუტინის რუსეთი და ამიტომაც ხდება ეს პროცესი, მაგრამ ამასაც ექნება ლოგიკური დასასრული როგორც კი ჩვენ სწრაფად მოვახერხებთ ევროკავშირში ინტეგრაციას, ამას კიდე ძალიან სწრაფად გავაკეთებთ ბიძინა ივანიშვილის და რუსული პარტიის გარეშე“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ, გუშინ 27 დეკემბერს დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის "შეთანხმება" დაამტკიცა, ხოლო ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ მას ხელი მოაწერა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press