უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრეი ერმაკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ მას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
ერმაკის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის შეხვედრის ორგანიზებისთვის.
"მე მქონდა პროდუქტიული სატელეფონო საუბარი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან პიტერ სიიარტოსთან. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის საუბრის შემდეგ. ჩვენ ვმუშაობთ ორი ლიდერის შეხვედრის ორგანიზებაზე უახლოეს მომავალში", - წერს ანდრეი ერმაკი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press