ევროპისა და აშშ-ის უსაფრთხოება რუსეთისთვის გაცემულ ძალისმიერ პასუხზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და კონგრესს გამოცხადებული 250 მილიონი დოლარის სამხედრო პაკეტისთვის მადლობა გადაუხადა.
"მადლობას ვუხდი ჯო ბაიდენს, კონგრესს, ამერიკელ ხალხს გუშინ გამოცხადებული 250 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტისთვის. საჰაერო თავდაცვის დამატებითი რაკეტები და კომპონენტები, ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, საბრძოლო მასალა და სხვა აღჭურვილობა დაფარავს უკრაინის საჭიროებებს", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ცნობისთვის, აშშ-მა უკრაინას 250 მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press