პოლიტიკური პროექტი სადაც მე ვიქნები, იქნება ახალ ადამიანებზე დაფუძნებული, - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ "ღამის მთავარში", სამომავლო გეგმებზე საუბრისას განაცხადა.
გვარამიას თქმით, ცვლილებებისკენ გზა სიახლესა და ახალ ადამიანებშია და აღნიშნავს, რომ ბრძოლას ამ ყველაფრისთვის, თებერვლიდან დაიწყებს.
"ყველა შემთხვევაში, პოლიტიკური პროექტი სადაც მე ვიქნები, პირველ რიგში, ეს იქნება ახალ ადამიანებზე დაფუძნებული პოლიტიკური პროექტი. რამდენი სუბიექტიც არ უნდა შევიდეს, ადამიანი, პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური ჯგუფი და ა.შ. ნებისმიერ შემთხვევაში მე ვიქნები ის ადამიანი, ვინც აუცილებლად შესთავაზებს საერთო მაგიდასთან მსხდომ ადამიანებს, რომ სიაში მაგალითად, ყოველი მეორე, ან ყოველი მესამე იყოს ადამიანი, რომელსაც არ მიუღია მონაწილეობა პოლიტიკაში, პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნაწილი არ ყოფილა...
მე სურვილი მაქვს, რომ ეს ასე იყოს და იმედია, რომ ასე იქნება. მე არავის არ ვეუბნები, რომ პარტიას ვაკეთებ და მოდით ჩემთან. ჩემი განაცხადი არის, რომ მოდით, გავაკეთოთ ერთად. საბედნიეროდ არიან ადამიანები, ვინც იგივე განწყობაზეა და ვინც მე მეძახის, რომ მოდი გავაკეთოთ ერთად. მე ასეთი ადამიანების მესმის. მე არ ვაპირებ არავისთან ლაპარაკს "მოდი ჩემთანს" ვინც მეუბნება და მე არ აპირებ რაღაცის მოქსოვას და მერე მოხიბვლას ვიღაცების, რომ მოდით გაებით ჩემს მოქსოვილ ქსელში. ზუსტადაც, რომ ახალს გამოვიგონებ [ველოსიპედს], მე და ისინიც ვისთან ერთადაც ვიქნები", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press