კოლორადოს შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა მეინის შტატმაც აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, მეინის სახელმწიფო მდივანმა, „დემოკრატმა“ შენა ბელოუსმა დაასკვნა, რომ ტრამპმა მოახდინა აჯანყების პროვოცირება, როდესაც მან გაავრცელა ცრუ ინფორმაცია 2020 წლის არჩევნების გაყალბების შესახებ.
„აშშ-ის კონსტიტუცია ჩვენი მთავრობის საფუძვლებზე თავდასხმას არ მოითმენს“, - წერს ბელოუსი 34-გვერდიან განჩინებაში.
შეგახსენებთ, 20 დეკემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომაც აუკრძალა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press