ახმეტაში უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ფაქტი იმ დროს მოხდა, როდესაც ახალგაზრდა კაცი სატელეფონო ანძებს ასწორებდა. მოულოდნელად ბეტონის საყრდენი ჩამოინგრა, ის რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.
როგორც "ინტერექსპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ეროვნული ნა...
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა საკალათბურთო&nbs...
7 ივლისი იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღეა, რო...
საქართველოს ეროვნული კალათბურთის ყველა ნაკრები ...
5 ივლისი PLUS-ის დაბადების დღეა. ამ დღის აღსანი...
Mana press