არავის ვთავაზობ, ჩემი თამაშის ნაწილი გახდეს, არავის თამაშის ნაწილი არ გავხდები, - წერს "მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელ Facebook-ზე და მის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საუბრობს.
როგორც გვარამია აღნიშნავს, ის მოკავშირედ მოიაზრებს ყველა იმ ადამიანს, ვინც თანახმაა იაროს ახალი გზებით და ითამაშოს სამართლიანი თამაშის წესით.
მისივე თქმით, დამატებით ერთიანობაზე უკვე თებერვალში გახდება ცნობილი.
"არავის ვთავაზობ, ჩემი თამაშის ნაწილი გახდეს. არავის თამაშის ნაწილი არ გავხდები. ვსაუბრობ და მომავალშიც ვესაუბრები მათ, ვინც მზადაა და გაქანება და კომპეტენცია ყოფნის, ახალი და ერთიანი, ჯანსაღი და ვალდებულებებით დაუტვირთავი გუნდის ერთად გასაკეთებლად. ვინც ასხივებს გამბედაობას - შეცვალოს და კომპეტენციას - მართოს.
ჩემს მოკავშირედ მოვიაზრებ, თუ გნებავთ, ჩემ თავს მოვიაზრებ ყველა იმ ადამიანის მოკავშირედ, ვინც თანახმაა და უნარიანია, იაროს ახალი, ეფექტური და ეფექტიანი გზებით და ითამაშოს სამართლიანი თამაშის წესებით, ყოველგვარი მიკერძოებების, წინასწარგანწყობების და ტრავმული მეხსიერების მიღმა.
დანარჩენი ახალზე და ერთიანობაზე უკვე თებერვალში", - წერს გვარამია.
ცნობისთვის, გუშინ ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ პოლიტიკური პროექტი, სადაც ის იქნება, დაფუძნდება ახალ ადამიანებზე და აღნიშნა, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" წასვლას არ აპირებს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press