რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე მასობრივი სარაკეტო თავდასხმა აჩვენებს, რომ ვლადიმერ პუტინი არ გაჩერდება, ვიდრე მიზანს არ მიაღწევს და არ ამოძირკვავს თავისუფლებას და დემოკრატიას, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
როგორც სუნაკი აღნიშნავს, დიდი ბრიტანეთი რუსეთს გამარჯვების უფლებას არ მისცემს და იდგება უკრაინის გვერდით იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება.
„უკრაინის ქალაქებზე ეს მასობრივი თავდასხმები აჩვენებს, რომ პუტინი არაფრის წინაშე არ გაჩერდება, ვიდრე არ მიაღწევს მიზანს და არ ამოძირკვავს თავისუფლებას და დემოკრატიას. ჩვენ მას გამარჯვების უფლებას არ მივცემთ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის გვერდით დგომა იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება“, - წერს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.
ცნობისთვის, დღეს, 29 დეკემბერს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press