Foto

„ისლამურ სახელმწიფოსთან“ შესაძლო კავშირის ბრალდებით, თურქეთში 32 ეჭვმიტანილი დააკავეს

ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ შესაძლო კავშირის ბრალდებით, თურქეთში 32 ეჭვმიტანილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერს, თურქეთის სადაზვერვო სააგენტომ და სამართალდამცავმა უწყებამ ერთობლივი სპეცოპერაცია 9 პროვინციაში ჩაატარა.

ქვეყნის უსაფრთხოების ძალების განმარტებით, დაკავებულები თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქრისტიანულ ეკლესიებში, სინაგოგებსა და ერაყის საელჩოში ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავდნენ.